ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


მირაჟი

მატარებელი მოადგა სადგურს,
გადაჭრა გემმა ნისლის ტალღები
და ესალმება ცისფერ ალბიონს
მზისფერი ლანდი ფერიცვალების.

ამღვრეულ ტალღებს აკრთობს ხარხარი
გადარეული ზღვისფერ ალქაჯთა;
გადაუარა თითმა როიალს
და ყველაფერი ერთად გაქვავდა.

გაქვავდა ფიქრი და იალქნები,
არ უწვიმია-ისე დასველდა,
დასველდა თეთრი ბაირაღები.
დამძიმდა ფლეგმით აზრი ქართველთა.

              მოადგა სადგურს მატარებელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები