ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2009


გავროშ

გავროშ,
შენ ქალაქის ერთ თავში,
მე აქეთ-მეორე ბოლოში
გვამღვრევს ლექსი და ზედაშე
და რითმას,როგორც ბოლოშავს
დავდევართ ფიქრის ჭალაში.
პოეტები ვართ მე და შენ.
მე უფრო დიდი? არა-შენ!
ხშირად სულების გვემაში
ვათევთ ზამთრის გრძელ ღამეებს,
გამოზამთრების ლოდინში.
ტყიბულში თოვლი მოსულა,
ნეტა რა ხდება ოდიშში?
ნერვები ვიღრძე დილიდან,
მცივა ლეკების მანტოში.
არაყი ჩამომივიდა,
დაგალევინებ მარტო შენ.
ძმა,კვდება გიო გინებით,
ისუსხებიან ეკლები.
მაჩუქე გიორგინები
და შენი ვალი მექნება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები