ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2009


ისევ და ისევ

ისევ მარტოობის ნაცრისფერი  ღამე
ისევ მარტოობის ბინდისფერი სევდა
მიდის მიაბოტებს უწიფარი მთვარე
როგორც განშორების ავბედითი ელდა
ჟამი ცრემლიანი სველი გარინდების
კართან ატუზულა მტრულად
სიძულვილს მგელი უწოდეს და
მგუდავს სიყვარული - ტურა
შენზე ოცნებებით ღამენათევს
ლამის დამეშროტოს თვალი
ჩემს გულს პირველ თოვლზე უსპეტაკესს
დარჩა  უშენობის კვალი
ისევ მარტოობის ნაცრისფერი  ღამე
ისევ მარტოობის ბინდისფერი სევდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები