ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2009


ფრაზა ლექსიდან

ქუჩას ელექტრო შუქი აბრუებს,
ეროზიაა თმაშეჭრილ ხეთა,
შენ მიაბიჯებ ღიმილნაკლული,
და ასფალტის ქვეშ ენძელებს ხედავ.

ადრეა ჯერაც, მათ ქორფა ნაკვთებს
ტყეებში სქელი თოვლი ახურავთ,
ღამეულ სიზმრის განწყობას ადგენ-
ისევ ბავშვობას მოინახულებ.

გულგაშლილ ზეცას შეუშვერ მზერას,
გაფართოებულთვალებას- ბავშვურს,
ღრუბელიც ალერსიანად ღელავს,
არავის ბედნიერება არ შურს.

ბრუნდები, ფანტელს უხრი ქუთუთოს,
ფრაზა ლექსიდან ჩაგრჩა ისე, რომ
(ცხოვრებააო დაღლა უთუო)-
არ შეგიძლია, არ დაიჯერო.

წელშიმოხრილი წავა ზამთარი,
ფიქრებს დაართავ უწინდებურად,
როცა აივნის ხატვას ამთავრებ,
სითბოს ნამცეცებს უყრი ბეღურას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები