ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2009


მეტი სითბო


როცა გადავწყვიტე სიცივე გამეთბო
და მზის მოსატანად ზეცაში ავედი,
კარიბჭეს შევხედე, ჩემში გავიფიქრე-
რა გავჩნდი ასეთი ურცხვი და თავხედი,
რომ ჩემი ტალახი ზეცამდე ავზიდე,
შევბღალე სილურჯე, ლაჟვარდი უბრალო-
შენ მაინც შემინდე ცოდვები, უფალო.
მიწამ დამიმისა, გულში გიხუტებო,
არადა, მზის გვერდით მინდოდა სავანე,
მზეო, გამითბე სიცივე
და შენს შორიახლოს, კუთხეში დამმალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები