ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2009


არ ჟინი... არც ცეცხლი...

დავეძებ თვალებს ჩაკარგულებს ვიწრო გუგებში
და წასაკითხად ვეტანები მის უგრძეს სხივებს,
არ არის მასში ერთი ბეწვიც მღვრიე, უხეში
გული კი კუთვნილს ვერაფერს იღებს.
უნაგირს მოგდებული, წართმეული სურვილი
                                                  თექად გეფინება...
ყელზე მოგეხვიო - შეწუხდები,
                                    გადაგიხტე?!  - გული გეტკინება
ლურჯა ბედაური ფლოქვით თელავს გადამხმარ ახოებს,
შეხება - გვაშორებს  და
                                ლექსი - გვაახლოებს.
შეფიფქულ საფეთქელს გაანგრევს ძარღვი კათოლიკე...
სხეული ზღვას მივიგდე,
                            მერე დავეწიე და..
                                                  შენსკენ გამოვრიყე
ჩაკარგულ თვალებში არაა არც ჟინი,
                                                  არც ცეცხლი,
                                                                    არცა გახელება...
ჩამქარალი თვალებით ძნელია
                                      ღამეზე ამხედრება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს