ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2008


მთელი დღე

მთელი დღე გეძებდი თვალებში,
საღამოც ლოდინში ჩავწურე,
გრძნობებში უხეში ჩარევით,
ახლა საკუთარ თავს ვარწმუნებ,

რომ ფიქრი იპოვის კალაპოტს,
პულსიც ჩვეულ რიტმში ჩადგება,
უკვე მერამდენედ, არ მახსოვს,
კამათში ვიშლები ფრაზებად.

სხეულს რომ გავცლოდი, გავეშვი,
სულიც ვიავადე, გავწირე,
მთელი დღე გეძებდი თვალებში,
ღამდება... კვლავ ვებრძვი მანძილებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები