ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2009


,,თავის-უფალი’’ ერისა


/მწარედ ირონიული.../



    ვახტანგის  ადგილს  იჭერს  ხეჩუა...
    გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა...
                              / მუხრანი /

    - რად  გვჭირდება  ჩვენ  ხეჩუა,  ძმებო,  თვარა  კი!..
    მე  შენ  გეტყვი  -  არ  გვეყოფა  ჩვენი  მარაგი!..
                              / ჩემი  პაროდიიდან /

    ეჰ,....გვიდგას ახლა გრძელი ავდარი....
    სიტყვაც ისეთია, სადარი.....
    გული გასასკდომად მზად არის....
                              /მათე /


გახსოვთ?  -  მუხრანი  ყვიროდა  როდის?!.  -
,, -  გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა! ’’
და  ჩვენც  მცირედსღა  დავსჯერდით  ლოდინს...
არც  შევაწუხეთ  თავად  ხეჩუა...

მტრისგან  დაუნგრევს  ვანგრევთ  თავადვე,
რომ  არ  გვაჯობოს  ვინმე  ბითურმა
და  თუ  რამ  კიდევ  შემოგვრჩა  სადმე,
მტერზეც  კი  თავად  ვყიდით  ბითუმად...

ჩვენ  ჩვენი  გვყავდა  მუდამ  კადრები
ამგვარ  საქმეში  გამობრძმედილი!..
და უკვე მიკვირს, წელის ათრევას
კვლავ  რომ  ჩვეულად  ლამობს  მზე  დილის...

ერს  როცა  ასე  გაუავდრდება,
დაცინვასა  ჰგავს  ცა  მოწმენდილი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები