ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2009


ლექსის წერა მხოლოდ მარტში შემიძლია

გიჟიაო -
შეაფასეს ასე, მაგრამ
ვატყობ, კარგად მხოლოდ მარტის გამიგია,
თუმცა მუზა ალბათ ამ თვეს მოვა ჩემთან,
ლექსის წერა ცხოვრებაა,
წამი კი - არ!..

თუ ვიტირე,
მეგობარი რითმები მე,
ალბათ ცრემლებს სათითაოდ დამითვლიან,
აღარა მაქვს უკვე წერის სურვილი და
მგონი მუზას
დაემართა არითმია.

დაეკიდნენ ლოლუები
შენობებს და
სტრიქონები ფურცლამდე კვლავ ვერ იძვრიან,
ახლა ვდგავარ და გაზაფხულს ველოდები,
ლექსის წერა,
მხოლოდ მარტში შემიძლია...

ლიკა ოხანაშვილი
22.12.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები