ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2009


სად ხარ

აქამდე სად ხარ, - შემოაკლდი ეზოს,
                                                ქვაფენილს,
უშენოდ ვხვდები სეზონების გარდაცვალებას
და თეთრეულსაც, აივნებზე გაშლილ-გაფენილს,
ხიბლი აკლია უშენოდ და
                                        ვგავარ წამებას.
ვამჩნევ, რომ ტანი აუყრიათ მეზობლის ბავშვებს,
მათ ბაძავენ და იზრდებიან ციცქნა ხეები...
თუმცა, ქუჩები ვერ იქნება უშენოდ სავსე,
გელოდებიან შუქნიშნები, მოსახვევები...
ხოლო ეზოში აივნები
                                    თვალებად იქცნენ,
ო, რა ამაოდ რეცხავს წვიმა ლოდინის ნაღველს...
ეს მერამდენე წელი დგება, რაც ჩემი დილა
ცრემლიან თვალებს შენს გარეშე ხუჭავს და ახელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები