ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


ოხიმორონი

ლუბლინის ზამთრის ძახილში გახვეულან
ადამიანები და ცეკვავენ საკუთარ სხეულებზე.
უცოდველობის კოსტუმით შემოსილი მხრებით
და ხელში ბიბლიით,
ქუჩებში უფრთო ანგელოზების სხეულებს დაათრევენ.
დადიან ჩვენი ტანების გავლით,
რომელბიც აღარ ეკუთვნის არავის.

ჩვენ ვსხედვართ ოთახში,
სადაც უამრავი ნივთია:
სკამები, მაგიდები, სათამაშოები,
ნივთები გაკვირვებულები გვიყურებენ.
თაროები სავსეა წიგნებით,
რომლებიც სდუმან ვიეტნამელი ტყვე ქალივით
და მხოლოდ მაშინ იწყებენ საუბრას, როცა შუაზე
გადაშლი და მოკიდებულ სიგარეტს დაადებ ჭრილობაზე.
ჩვენ მივეჯაჭვეთ ოთახებს სამუდამოდ,
ვითვლით წამებს და ვუყურებთ ერთმანეთს,
გისოსებს მიმდნარი, ანტიდეპერსანტებით გატენილი ფსიქოპატის სახეებით.
ვრთავთ ტელევიზორს ბოლო ხმაზე და
ვუსმენთ, ზურგგადატყავებული ბერების “გალობას”.
ვცდილობთ კომიდან გამოვიყვანოთ
მექსიკის მთების რუინებში დამალული ჩვენი სული.
ვცდილობთ ვიტიროთ ყველას მაგიერ, ვინც იტირებდა სიკვდილის დღეს,
მის მაგიერ. ვინც ყოველდღე იპარსავს წვერს, მკვდარი შვილის თვალებში,
ვინც ადის მეთორმეტე სართულზე და წამის მეასედით ჩერდება ჩვენს ფანჯარასთან.
ვინც 73 საათია ისმენს
მეზობელი ოთხიდან გამოსული ყვირილის ხმას
და მაინც არ აშორებს თვალს ჩამქრალ ნათურას.

იქნებ ეს ღმერთების მახეა,
როცა ჩვენ, მე და თქვენ და კიდევ სიცოცხლე
ვზივართ ოთახში,,
სრული ოხიმორონი.

სინამდვილეში ეს ყველაფერი
გამოკეტილია წერილში, რომელიც დავტოვე ოთახის შუაგულში.
ინსტრუქციით თავზე და თუ მაინც არ გესმის
ეს ნაწერი.
გადააგდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები