ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2010


ცხოვრების გზა

არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება,
სიცოცხლე რომ კვდება,ისევ იბადება,
ოცნება თუ ქრება,იმედი ხომ რჩება,
ეს ცხოვრება ასე მუდამ გაგრძელდება.
დრო მიდის და მიაქვს ჩვენი  სიჭაბუკე
და ბავშვობა ჩემი,ჩემს შვილს დააქვს უკვე,
დროს ვერ დაეწევი,დროს ვერ შეაჩერებ,
შენს ბავშვობას წლები ტკბილად გაგახსენებს!
გავა დრო და მოვა,მდუმარება ცივი
და ვიღაცა შენზე ლამაზ სიტყვებს იტყვის,
ვიღაც მოგიგონებს,ვიღაც დაგივიწყებს,
ცხოვრება კი თავის გზაზე წავა ისევ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები