ვიწრო ბილიკების მხარდამხარ- ''დასასვენებელი ქვაა'', ჩემი სოფლის იქით, მხოლოდ ლურჯი და მზიანი ცაა. პირველად ''თხილნარი'' მხვდება, მერე ''სამაყვლე'' და ''ყვითლიო'' სადაც ნაძვების ჩრდილში თვალებს აფახუნებს მიქლიო. ქვების სერს გადაღმა, მთებში ნისლი, რომ დაწვება ხოლმე, წვიმის წვეთები და სეტყვა დეისში სტუმრებად მოვლენ. მწვანე სიმინდების ყანა ''მაკაურს'' გულს ეკვრის მუდამ და "ტბათირს" ახურავს თავზე ლურჯი ვენახები ქუდად. საღამოს ორღობის შუა ტკაცუნებს ნაკვერჩხალი რთხმელის, სიმინდის ტაროებს გვერდით უწყვია ფიჩხი ხმელი. მზისფერი კლდეების ფარად, ცისფერი ციცაბო მთები მედგრად და ამაყად დგანან- მხრებგადაბმული ძმები... მზისგან გადამწვარი მდელო, აქა-იქ ნარი და წიწვნარა, ღამით განაბული სოფელი, ბალახში ჭრიჭინები მწივანა. სიოსგან აშლილი ფოთლები, წყლის პირას მტირალა ტირიფი, ჭალაში წისქვილის ხმაური, ჭალაში კენჭების კისკისი... "ცივწყარო"-ჩაფსკვნილი მაყვლები, სურნელი მძაფრ ანწლის ყვავილთა, არ ვიცი, მე სხვაგან არ ვიცი, ჩიტების ჭიკჭიკი მაღლიდან. "ნახშირა", ბებერი "ნახშირა" წყარო- ცაგადანახულო გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. არ მომეწონა, დიდია, რითმი ირღვევა, ავტორს სამუშაო აქვს ბევრი. არ მომეწონა, დიდია, რითმი ირღვევა, ავტორს სამუშაო აქვს ბევრი.
37. 5 არ შეიძლება ამ შინაარსის ლექსის ხარისხზე საუბარი, პირადად ჩემთვის. 5 არ შეიძლება ამ შინაარსის ლექსის ხარისხზე საუბარი, პირადად ჩემთვის.
36. იფ, ამ ზაფხულს კაი ვიქეიფე დეისში.. კაი იყო,,, ჩანჩქერთან თან.... უფფფფფფფფფ იფ, ამ ზაფხულს კაი ვიქეიფე დეისში.. კაი იყო,,, ჩანჩქერთან თან.... უფფფფფფფფფ
35. უი,,, ვიცი ეს სოფელი,,, ძალიან მაგარია, ნაცნობებით სავსე ++ ლექსს უი,,, ვიცი ეს სოფელი,,, ძალიან მაგარია, ნაცნობებით სავსე ++ ლექსს
34. ქეთი მეც ეგრე ვარ...პერიოდულად თუ დეისის ჰაერი ჩავისუნთქე არ ვიცი რა დამემართება. ამ ჰაერის ძალას ყოვეთვის ვგრძნობ...რომ შესუსტდება მერე კვლავ მივდივარ ჩასასუნთქად... ქეთი მეც ეგრე ვარ...პერიოდულად თუ დეისის ჰაერი ჩავისუნთქე არ ვიცი რა დამემართება. ამ ჰაერის ძალას ყოვეთვის ვგრძნობ...რომ შესუსტდება მერე კვლავ მივდივარ ჩასასუნთქად...
33. შენ მართლა ბოლომდე სავსე სითბოთი, სიყვარულით და ამიტომ ათბობ გარშემო ყველაფერს, ანენე. შენსავით თბილი და საყვარელი ლექსია, ლამაზო ქალბატონო:) შენ მართლა ბოლომდე სავსე სითბოთი, სიყვარულით და ამიტომ ათბობ გარშემო ყველაფერს, ანენე. შენსავით თბილი და საყვარელი ლექსია, ლამაზო ქალბატონო:)
32. ეს როგორ გამომრჩა :) "ნახშირა", ბებერი "ნახშირა" წყარო- ცაგადანახულო გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო... მაგარია :-* ეს როგორ გამომრჩა :) "ნახშირა", ბებერი "ნახშირა" წყარო- ცაგადანახულო გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო... მაგარია :-*
31. მაგარია ლექსიც და ხარაგაულიც სოფ:დეისით +2 მაგარია ლექსიც და ხარაგაულიც სოფ:დეისით +2
30. "არ ვიცი, მე სხვაგან არ ვიცი, ჩიტების ჭიკჭიკი მაღლიდან."
"არ ვიცი, მე სხვაგან არ ვიცი, ჩიტების ჭიკჭიკი მაღლიდან."
28. 5555555 ანანე. ძალიან კარგია. ულამაზესიაო დეისი, გადმოცემით ვიცი. :) 5555555 ანანე. ძალიან კარგია. ულამაზესიაო დეისი, გადმოცემით ვიცი. :)
27. იცი რა მიყვარს?? დეისში დილით, რომ ჩაისუნთქავ ჰაერს და რომ გრძნობ ფილტვებამდე როგორ ჩადის ხოლმე...არაფერზე არ გავცვლი ... იცი რა მიყვარს?? დეისში დილით, რომ ჩაისუნთქავ ჰაერს და რომ გრძნობ ფილტვებამდე როგორ ჩადის ხოლმე...არაფერზე არ გავცვლი ...
26. რა სიტყვებიააა, შენ არ ხუმრობ ხო? :D კაია ანანეეეე რა სიტყვებიააა, შენ არ ხუმრობ ხო? :D კაია ანანეეეე
24. "გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო" ანანე კიკნაძე
"მე ყოვლად ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული" ანანე კიკნაძე
გაიხარე ამისათვის
"ძაფი, ნერვიც არ არის ჩემში არაქართული" გალაკტიონი "გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო" ანანე კიკნაძე
"მე ყოვლად ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული" ანანე კიკნაძე
გაიხარე ამისათვის
"ძაფი, ნერვიც არ არის ჩემში არაქართული" გალაკტიონი
22. საყვარელი გოგონა ხარ... წარმატებებს გისურვებ.... საყვარელი გოგონა ხარ... წარმატებებს გისურვებ....
21. magari leqsia... shenc kai poeti xar.... :) magari leqsia... shenc kai poeti xar.... :)
20. თუმცა ჩვენ განვსხვავდებით,..შენში დიდ სითბოს ვგრძნობ..დიიიიდი სიყვარული შეგიძლია..... თუმცა ჩვენ განვსხვავდებით,..შენში დიდ სითბოს ვგრძნობ..დიიიიდი სიყვარული შეგიძლია.....
19. ჩემი სოფლის იქით, მხოლოდ ლურჯი და მზიანი ცაა.
გაიხარე! ჩემი სოფლის იქით, მხოლოდ ლურჯი და მზიანი ცაა.
გაიხარე!
18. უი, საყვარელი :) დადებითი და რა ვიცი... მიქლიო... რამდენჯერ მიგროვებია სოკო ტყეებში... ჰუჰ უი, საყვარელი :) დადებითი და რა ვიცი... მიქლიო... რამდენჯერ მიგროვებია სოკო ტყეებში... ჰუჰ
16. "ნახშირა", ბებერი "ნახშირა" წყარო- ცაგადანახულო გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო...
ძალიან მომინდა სოფელში, სუნიც კი ვიგრძენი იქაური :-* "ნახშირა", ბებერი "ნახშირა" წყარო- ცაგადანახულო გახშირდა, სუნთქვები გახშირდა, როგორ არ მიყვარდე მამულო...
ძალიან მომინდა სოფელში, სუნიც კი ვიგრძენი იქაური :-*
15. კარგია ანანე. :-* კარგია ანანე. :-*
14. მიყვარს სოფლის ხედები, სულ იქით ვიხედები, სოფლიდან გამოგვცქერენ ცრემლებიდან დედები, გულო, თან არ დამყვები! შენ, ისევ იქ ჩერდები, სადაც მწვერვალებია თოვლიანი ფერდებით, ეჰ, წარსულო, უშენოდ როგორ ჩქარა ვბერდებით!.. მიყვარს სოფლის ხედები, სულ იქით ვიხედები, სოფლიდან გამოგვცქერენ ცრემლებიდან დედები, გულო, თან არ დამყვები! შენ, ისევ იქ ჩერდები, სადაც მწვერვალებია თოვლიანი ფერდებით, ეჰ, წარსულო, უშენოდ როგორ ჩქარა ვბერდებით!..
12. და კიდევ უფრო მომანატრა თქვენმა დიალოგმა სოფელი:) და კიდევ უფრო მომანატრა თქვენმა დიალოგმა სოფელი:)
11. ძალიან მშობლიურია... და ალალი :) 5 შენ :) ძალიან მშობლიურია... და ალალი :) 5 შენ :)
10. უი, მართლა გუშინ ჩამომიტანეს მარტო-ხე-ლას ახალი ფოტო... იცი რა საბრალოა უფოთლებოდ? მანდაც დავისვენოთ და კიდევ ჩანჩქერის ქვემოთ პანტა მსხალთან... იცი რა მაგარია? გაცოდინებ :* უი, მართლა გუშინ ჩამომიტანეს მარტო-ხე-ლას ახალი ფოტო... იცი რა საბრალოა უფოთლებოდ? მანდაც დავისვენოთ და კიდევ ჩანჩქერის ქვემოთ პანტა მსხალთან... იცი რა მაგარია? გაცოდინებ :*
9. :D მგონი ორი რაღაც არ მეზარება მარტო: სიცილი და ბოდიალი :D ჰოდა, სანამ არ დაიღლები, ვიაროთ და დავისვენოთ მერე მარტო_ხე_ლასთან :) :D მგონი ორი რაღაც არ მეზარება მარტო: სიცილი და ბოდიალი :D ჰოდა, სანამ არ დაიღლები, ვიაროთ და დავისვენოთ მერე მარტო_ხე_ლასთან :)
8. ხომ იცი წაგიყვან ჩემს სოფელში... და სულ შემოგატარებ მაგ ადგილებს... ოღონდ არ დაგეზარება დამპირდი, თორემ სახლშI დაგტოვებ მარტო!!! :* ხომ იცი წაგიყვან ჩემს სოფელში... და სულ შემოგატარებ მაგ ადგილებს... ოღონდ არ დაგეზარება დამპირდი, თორემ სახლშI დაგტოვებ მარტო!!! :*
7. გიორგის დავეთანხმები და როგორ არ მიყვარდე??? დეე, სულივით თბილო, დე, მიყვარხააარ :* ლექსი გწერს შენ და დეისი, და ლამაზად გწერენ დე. შენს სოფელში მინდა... :) გიორგის დავეთანხმები და როგორ არ მიყვარდე??? დეე, სულივით თბილო, დე, მიყვარხააარ :* ლექსი გწერს შენ და დეისი, და ლამაზად გწერენ დე. შენს სოფელში მინდა... :)
6. როგორ არ მიყვარდე მამულო... როგორ არ მიყვარდე მამულო...
4. როგორ არ მიყვარდე მამულო...
როგორ არ მიყვარდე მამულო...
3. როგორ არ მიყვარდე?!!!!!!
555 როგორ არ მიყვარდე?!!!!!!
555
1. კარგია, მაგრამ ცოტა რიტმს მიხედე... გენაცვალე
5 კარგია, მაგრამ ცოტა რიტმს მიხედე... გენაცვალე
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|