ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


დეიან - ისევ სისხლი



მთელი ღამე გადის უძილობაში,
თითქოს მძინავს, მას შემდეგ, რაც ყურებამდე მოაღწიეს,
ტყვიების მოძრაობათა ხმამ, ცხოვრების ყველაზე რთული სოლოს შესრულებით.
ღამეა და ვკითხულობ სტროფებს, რომლებიც არ ჩანან,
როგორც ლექსები სრულ სიბნელეში დაწერილი,
დამსხრტალი უკან დავიწყებაში.
ოთახი გამოტენილია დავიწყებული მუსიკის რიტმებით,
არც არსებობდნენ მანმადე არსად, არც შეუქმნიათ არასდროს.
მე მაინც მესმის.
მესმის, როგორ გადაუფრინეს მკვლელმა ანგელოზებმა,
შენი სახლის სახურავს.
და იატაკზე ხელებით გაძებნინეს ხელები.
მესმის როგორ იშლებოდა ხმის იოგები გადახლეჩვამდე.
ვხედავ ცხელი დანით. თითებზე ამომწვარ სიტყვებს:
სიკვდილი, როგორც მე.
ვიქექები ბუდისტური პასუხებს წიგნში და მაინც ვერ გავეცი
ამ სიტყვებს პასუხი.
მე სულ დამავიწყდა, რომ წინა დღით სანამ პასუხს დავსდევდი,
წითელი ღამეებით განათებულ ქუჩაში,
შენ უკვე ტალახში ამოსვრილი, მუცლით იყავი მიკრული მიწას,
ჭრელი რეპტილიები მიათრევდნენ შენი სხეულის ნაწილებს,
გაურკვევლი მიმართულებით სხვადასხვა ადგილებიდან.
დეიან შენ არსებობდი ყველგან,
სხვადასხვა დროს,
გქონდა ბევრი სახელი,
შენ ზიხარ ყველა ოთახში სადაც,
იმონებენ ადამიანებს, ნებით..
რომელიც მათ მიუსაჯეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები