წუხელ ისე თოვდა გამეტებით, ნამდვილად ოცნება მიხდებოდა, არ იყო სხვა მეტი არაფერი, მხოლოდ მე,შენ(ც) და ცა გვათოვდა. პატარა,წვრილი ვითომ ფანტელები ერთ წამში გაასდნენ და გაათასდნენ, ცაში ახედვა ისე მიხაროდა, ბავშვივით ყიჟინას დავცემდი ალბათ მალე. ვიფიქრე,დილით უკვე თოვლში გავივლიდი, მხოლოდ ხელუხლებში(მარტო ჩემად მინდა), მაგრამ ბედი ხუმრობს დღეს ჩემს ოცნებებზე, წვიმა მოდიოდა...თოვლი?თოვლი არა..