ნაწარმოებები



ავტორი: ო_ლა
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2008


მატყუარა მატყუარა

თეთრი ყელსაბამი მეგობრობის ნიშნად მაჩუქე და გვერდში მედექი...
შენი ხელით მომახვიე ყელზე თეთრი ნაჭერი და ერთგულებაც შემომფიცე...
მე კი ბოლომდე მოგენდე... ყველაზე ჭკვიანად და ყოვლის შემძლედ გთვლიდი...
შენ მეუბნებოდი რომ მთავარი ვიყავი შენთვის და ჩერმ გარეშე არაფერს წარმოადგენდი...
ხანდახან მეგონა კიდეც რომ გმართავდი.. რომ ჩემს ჭკუაზე დაგატარებდი...
მაგრამ რამდენჯერაც ეგ გამიფიქრებია იმდენჯერ შევმცდარვარ...
დათქმულ მიზანს ერთად მივაღწიეთ და ალბათ არავინ იყო ბედნიერი ჩვენზე მეტად...
ყველაფრის მიუხედავად ეს შევძელით და თავი ღმერთი მეგონა...
მაგრამ ყველაფერი არც ისე იოლად ყოფილა როგორც ერთი შეხედვით ჩანდა...
წარმატებისაგან თავრუდახვეულს შენ მეგობრობის ნიშნად ნასახსოვრალი ყელსაბამით თვალები ამიხვიე და მიმატოვე...
თვალახვეული დავეხეტები და ვინ იცის... იქნებ ოდესმე სადმეც გადავიჩეხო, შენგან მოტყუებული... დაბრმავებული.... მიტოვებული....
2008.02.17


იმედია აზრს მიმიხვდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები