ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

სალომე დადიანს

ახლა მატალახებს ფრანგული მტვერი და
ასე, რომ ნატრობენ, არ არის ადვილი...
ახლა, ყველა ფიქრი თქვენთან მეზიდება
სამარხში ვერ ვპოვე შვება და ადგილი.

ისე მენატრება მდინარე ტეხურა და
წელზე ნაწნავები ქართულად დაშლილი;
გზებს შემოვირბენდი ვითომ გლეხურად და
პრინცესა მიურატი არსად ვარ წამსვლელი.

და მერე... არაფერი. სიჩუმეს ვდარაჯობ
ჩქიმ ნანა გამაგონე, არ მინდა les chansons ფრანგული
აქ ვარ და ქართული მიწა მომიტანე.
პერ ლაშეზია ჩემი სახლი და სადგური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები