ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2009


შენი სარკე- მესამე პირით

ამაზრზენი ჰუმანიზმით ნაშენებ კედლებს შორის,
ველოდები ტელეფონის ზარს, საკუთარი უცნობი მხარისგან.
ლოდინში აფორიაქებულად ვიწყებ გაძრომას,
როგორც ბუდისტი ბერი ნირვანაში.
ვიყურები ეუთანაზიურ მდგომარეობაში მყოფი,
გონების მქონე ადამიანების თვალებით,
ვინც დღეს დილით პორნო ეპოქას ადიდებდა,
დანახშირებული ფარდების გავლით.
ვიყურები აუდიოტორიაში, კედელზე
ჩამოკიდებული, გაცვეთილი თვალებით,
სადაც სტუდენტები დგანან, როგორც
ფიგურები შახმატის დაფაზე და დროში
ამოვარდნით, ამოძრავებენ ძველი წელთაღრიცხვის
ძეგლების ღიმილის მქონე
წვერმოშვებული წინამძღოლები.
ვიყურები და ვცდილობ ვიპოვო,
ერთი ღმერთისგან დამალული მიზეზი
მათი ცხოვრების ქალწულობისა.
ცარცის ფხვნილებით შეღებელი სახეები,
ყოველ საღამოს ტელევიზორის წინ,
ორგიებს მართავენ წარმოსახვაში,
საკუთარი ქვეყნის ელიტარულ მეძავებთან,
კისერზე ქვეყნის ორდენით დამშვენებულები.
დამორჩილებული ბრბო,
ხელის იოგების დახლეჩვით და
ნაგვის მთებით, სადაც მხოლოდ ქალებს უშვებენ
ძალდაუტანებლად!
და იქექებიან ნაგვის საბადოებში,
საშოზე ჭიპლარით გამობმულ ჩვილებთან ერთად
რომელთაც ვერც ცნობენ!
გამოიმწყვდიეთ თავი კარდონის ყუთებში,
სადაც არ აღწევს, ისტორიაში აზელილი,
საყტანას სამსჯავროზე მიტანილი ოცდა ათი ათასი თავის ქალის
მტვრევა.
ვერ აღწევს თქვენი საძინებლიდან, გამოსული ვნებიანი
კივილის ხმა, სადაც როგორც იაფფასიან ბორდელში
ისე ხმარობენ იმას რაც გგონიათ,
არ უნდა გქონდეთ!დიახ შენ არც კი იცი,
რომ იმ ღიმილების უკან რასაც შენ ხედავ,
მე შემიძლია სულ სხვა რამ დავინახო
და შენ არც ნანობ, რომ
ხარ ქაღალდისაგან გაკეთებული
მარიონეტთა რაზმის წევრი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები