ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


თამარქალის მირონცხებისა

ჩემი  პატარა  თათა,  რომელიც,  ღვთის  წყალობით,
პატრიარქის  ნათლული  ხვდება  თავის  პირველ  ახალ  წელს, 
მთელი  ჩემი  ოჯახის  სახელით  გილოცავთ  ყველას 
დ ა მ დ ე გ    ა ხ ა ლ  წ ე ლ ს 
და  დიდ  ბედნიერებას  გისურვებთ  ბედნიერ  საქართველოში!!!


აქოჩრილმან  მთამან  - 
ქარით
გადივარცხნა  კეფა:
მობრძანდაო  თამარქალი
მცხეთას  -  მირონცხებად!!!

არც  იჩქარის  არსად  ქარი  -
მიშვებული  ნებას,
გზადშეყრილი  არაგვს  მტკვარი
რაღაც  ისეთს  ჰყვება...

მორჭმით  მდგარი  ცასთან  ჯვარი
წმინდას  დასცქერს  ემბაზს :
-  გასცილდესო  ქართლსა  ჯავრი!!!
-  იმწუხრონო  მტრებმა!!!

ნინოს  ღაწვზე 
ჯვართან  ჩავლის
ჟამს   
ცრემლები  შრება :
-  დრო  დადგაო
დასჯად  მავნის
და  იბერთა  შვებად!!!

ჯვარიც,
ზვარიც,
ქარიც,
ზარიც -
ახარებენ  ემბაზს :
-  მობრძანდაო
თამარქალი
მცხეთას  -
მირონცხებად !!!

საქართველო
- უფლის  ძალით! -
კვლავაც  ილოცება!!!


13. 07. 2009.  წ. ქ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები