ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2010


მკვდარი რევოლუცია

მე ვცდილობ თვალები ამოვივსო თითებით
და ბევრჯერ გაგიმეორო :
მინდა დაგმარხო ცეცხლმოკიდებული ქარხნების ქვეშ,
რადგან მაიძულებ ვუყურო,
დაბერებული ბავშვებიის სახეებს,
ყველაფერი ასე მოაწყვე :
დარგე კიბეთა ურიცხვი რაოდენება,
მიმავალნი სრულყოფილებისკენ,
მიუშვი მასზე ყველა და დაკალი ისინი მეორე საფეხურზე.
მაქციე ადამიანთა ტანჯვის მაყურებლად,
ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ვერ ვაზროვნებ.
შენ კი მიუძღვენი შენი თავი მათ, ვინც
ყველა რელიგიას აფურთხებს და ჩემსას არც კი ცნობს.
მომიგდე სიცოცხლე გამოტენილი ათასი ვირუსით.
შენ არსებობდი ზუსტად 22 წლის წინ,
სანამ მე ვნახავდი შენს ნაფლეთებზე მოსიარულე ინტელიგენტთა სექტებს !
სანამ 15 წლისა შენს მეძავებთან არ დავწვებოდი.
სანამ ადვილი მომეჩვენებოდა ერთი შეხედვით სიტყვები :
ღმერთი მოკვდა.
სანამ, არ გავიგებდი რომ სოლი სამოთხიდან,
ომის შრამებით შევიდა უნივერსიტეტის კარებში.
სანამ პირველად არ ჩავაბარებდი სისხლს,
და არ ავიღებდი ფულს, რომ ქრონიკული გამეხადა სიმთვრალე
და მეგინებინა შენთვის.
სანამ არ ვნახავდი, როგორ კვდება გოგო,
რომელიც ბომბების ნამსხვრებისგან მკვდარი
ფრინველებით  იკეთებს ყელსაბამს.
და ვიდრე დავტობედე თქვენს ორგანიზებულ საზოგადოებას
და დავჯდებოდე ავტობუსში,  ყურებში ჯაზის რითმებით,
მე გეკითხებით !
გესმით ჩემი ყვირლი ვინმეს ?!
გესმით გინება ?! ან საერთოდ.. 
გესმით რაიმე ?! ან არსებობთ ?!
და თუკი ასეა, როგორ გგონიათ ხედავთ:
მეკროკ სტრეეტ - ს
ჩემ ზურგსუკან, მარცხნივ,
სადაც 110 მილის სიჩქარით
ცხოვრობენ ადამიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები