ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2010


ერთმანეთს ვჭირდებით

მინგრევენ ფიქრთა სამკვიდროს,
იმედებიც კი ქარს მიაქვს.
ეს დარდი როგორ აგკიდო,
არადა, მარტოს, ნელა მკლავს!

დროს მიაქვს ჩემი სათქმელი,
თითქოს დრო ჩვენს ბედს განაგებს.
დამინთე ერთი სანთელი,
იქნება მართლა გადავრჩე!

ქარს მიაქვს ჩემი ოცნება...
ქარს მოაქვს, მგონი, შენამდე!
ცოტა ხნით შენთან მამყოფე
მერცხლების შემოფრენამდე!

მერე მე ჩემს გზას ვეწევი,
გზა ხომ - არც ისე შორია!
მერე დრო და დრო გეწვევი,
თუ დაგღლის მელანქოლია!

გეწვევი ფიქრში, სევდაში,
გაუხუნარი იმედით.
ჩვენ ხომ ერთმანეთს ღელვაში,
ზურგის ქარივით ვჭირდებით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები