ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


დეკემბრის ღამისა

ყველას,  ვინც  ამ  ახალ  წელს  ვერ  მოესწრო..


სანთელი  სურნელს  აკმევს...
ღამე  ბუზღუნებს,  ბნელი...
ამაოდ  გავცქერ  სარკმელს  -
არც  მთა  ჩანს,  აღარც  ველი...
გულო,  რაშია  საქმე?..
რამ  სანუგეშოს  ელი?..

მალავ  ცრემლსა  და  სათქმელს...
ტკივილს  ვეღარას  შველი...
მამლის  ქურდივით  გამხელს
მაინც  გუმანი  ძველი...
მოდი,  წავიდეთ  სადმე,
ვნახოთ  ხელადა  სველი!..

ბიჭებს  წავუქცევთ  ჭიქას, 
არგასარჯულებს  ცუდად...
ჯავრი  ექნებათ  იქაც
შემაქცევართ,  ცრუთა...

რა  ეშველება  ამ  დარდს -
ვერგამოსათქმელს  ენით?!.
ერთსაც  გავუძლოთ  ზამთარს,
მოთმინებითა  ჩვენით!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები