ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


შენ რომ ჩემი სიყვარული შეგეძლოს...

შენ რომ ჩემი სიყვარული შეგეძლოს,
შენ რომ ჩემი სიყვარულით იწვოდე,
მეც რომ შენი სიყვარული შემეძლოს,
შენი გულის საიდუმლო ვიცოდე,
მაშინ ზეცას,მაღალ მთების მწვერვალებს
მივწვდებოდი ჩემი მუზის რაშებით,
მაშინ ღამეს მოგასხამდი მხრებზე და
წაგიყვანდი სულ სხვა გარიჟრაჟებით,
მაშინ სხვაფრად შევხედავდით სამყაროს,
მაშინ ტუჩზე დაგაყრიდი ვარსკვლავებს...
შენი შუქით მსურს სიბნელე გავყარო,
უსასრულოდ დავკოცნიდი მხარ-მკლავებს,
უსასრულოდ ჩაგხედავდი თვალებში,
რომ მაგ მზერით უსასრულოდ ვიწვოდე,
შენ რომ ჩემი სიყვარული შეგეძლოს,
მე რომ შენი სიყვარული ვიცოდე,
მაშინ ზეცას,თავად მზეს და ვარსკვლავებს
მივწვდებოდი ჩემი ლექსის რაშებით,
მაშინ ღამეს მოგასხამდი მხრებზე და
წაგიყვანდი სულ სხვა გარიჟრაჟებით.
                                        დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს