ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2010


MR. DEFROST

როცა  ყველა  მუსიკალური მაღაზია,
სადაც შენზე მღერიან
იქნება დახურული.
ყველა პარალიზირებული სივრცე,
რომელიც  იპოვე
იქნება სავე და დროში
იმოძრავებ, დაუნდობლად.
შოპენის სმენაში გაპარული, ნოტები
ცეკვავენ ჩვენს წინ.
ჯერ კიდევ არაა ეს დასასრული,
გაყინულ ქუჩებში მდგარი
ლოთები და მათი სახეები
ჩამძვრალი, გამქრალ ჭიქებში,
თითქოს ისევ ეძებენ საკუთარ სახეებს
შენს თვალებში.
მე ვერ ვიტან ამ რელიგიას,
სიმშვიდეს რომ მალავას,
გეშინიათ, თქვენი ნახატების გაცოცხლების,
სადაც თქვენ, წაგებული ადამიანის ფერებში ხართ,
და დამალეთ, სიგიშუარას ტირილში.
იქ სადაც მხოლოდ თქვენ იცით შესასვლელი,
მაგრამ არ ინებეთ არასოდეს.
რამდენი მინდა ვთქვა მანამ სანამ იცინებთ.
იცინე! მე ვცეკვავ,
იცეკვე! მეც ვცეკვავ,
მე მიყვარს და და ძმა შენი.
(ეს მხოლოდ მაშინ, როცა იქნები ნამდვილი)
შენი აწმყო უკვე არის წარსული,
როცა დაინახე.
იქნებ ერთხელ, როცა გკითხავთ,
მიპასუხოთ, პასუხით…
არის ეს ნამდვილი? ან
შეგიძლია ითამაშო?!
მიყიდე სული მისტერ დეფროსტს
მაშინ, ორცა:
დღეები იხრებიან 30 გრადუსით,
სურეალიზმით მორწყული სივრცისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები