ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2010


მოსე (რომანი-გაგრძელება- II თავი)

                                    მეორე, ანუ  შუათავი

ვარდისფერ ბურთულებს მოელოდა.... და კალამს აწვალებდა.....
შავად ნაწერი სტრიქონები შუბებივით ესობოდნენ გულზე და სადღაც შორს, შორს ერეკებოდნენ გულისძგერას.......
და ვარდისფერი ბურთულების წყება........

თავისუფლებადაკარგული.....
                თავისუფლებანავაჭრი.....
                          თავისუფლებაგანაყიდი.......
                                          თავისუფლებანაბოძი....
                                                            თავისუფლებასაშოვარი....
                                                                                    თავისუფლებანაჩუქარი......
                                                                                                         
თავისუფლებასაძებარი....
                                  სადღაც?!....
                                          არა!....  ....  უკვე აქ  ნაპოვნი!

თეთრმა მტვერმა დამიფარა ხედვა....
სადაური.... სადა ვკვდები?!.... ნენა.....
აქ, ამ უდაბნოში?......
ბოლო, რაც ახსოვდა, თეთრი უსასრულო უდაბნო და ერაყული მზე იყო ...
მზე, რომელიც, იქ, შინ, გულმოცახცახეს  სიცოცხლეს აძლევდა და აქ კი, აქ, მამინაცვლურად ერთი შეხედვით კლავდა....
და თან ვერსად რომ ვერ დაემალებოდი....
ყველგან და ყველაფერში აღწევდა მისი ცხელი, მკვლელი ხელები.....

სიზმრად გნახე.....
                რას გამსგავსე?!.........
                          სილურჯე თვალთა ...
                                                  და სიშმაგე ამ გულისა....
                                                                            ვეღარ გავზომე.........
შენს მწვანე კალთაზე ერთი ჩამაძინა და....
შენს ამო სუნთქვაზე ცის ცათა მაფრინა.....

და სძინავს მზეთუნახავს...კოშკში აქვს საძილე....
ამ სამკვდრო ძილისგან ვინმე გააღვიძებს?......

..... მოსემ  იცოდა, რომ ეგვიპტური მონობიდან გამოხსნა პურსა და წყალზე უფრო ძვირად ღირდა....
რადგან ფარაონი..... ეგვიპტური მონობიდან გამოსასყიდი საფასური რწმენა იყო......
.....უფლის რწმენა......
.....ზღვა გადალახე და ცვარმა დაგახრჩოო?........
....ცვარმა კი არა.......
..... რწმენის გარეშე თავისუფლება იმ ფრთებსა ჰგავს გასართობად რომ იკეთებენ ტურისტები პარკებში და სიმაღლიდან ხტებიან...
....და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის მიუხედავად, მაინც რომ საშიშია, განსაკუთრებით, თუ მათ არაფხიზელ მდგომარეობაში გაიკეთებ.............

.....ღელავდა ზღვა....შავად ღელავდა....უჭირდა ჭაბუკს მოუღლელადა....
უქრობდა ლამპარს დედინაცვალი, არ იძინებდა, წითელი გველის მსახურად იდგა.....
რომ ზღვის შავ ტალღებს დაეფარათ, ნათელუხილავ ღამეს დაეხრჩო ბნელი ლაშებით...
და მაინც ღამეს არნაყვარე, მთვარენაფარე, მიცურავდა ჭაბუკი მალე....ოოო....მალე....მალე....
მზე გარეთ იდგა...... ჯერ შინ არ ჰქონდა ვინმეს ლოდინი.....და ამიტომ  სულ არ  ჩქარობდა......
.... და შავი ღამეც, ბნელი ზღვაც და უნათლო მთვარეც საზღვარს უდებდა არმოლოდინით....
მზეთუნახავს კი, მზე არ  ენახა და ვით ეწადა მზით მოხიბვლა, სულ არხილულით?!.....
ისევ ჭაბუკი მარად მღვიძარე..... ნაქრობ მთვარეს ასანთებად ცაზე  ეძებდა ....
მიღელავდა ....მიიბრძოდა და.....
ამ ბნელი ზღვის ტორტმანში მაინც ხედავდა კოშკზე საელვარეს, ახლა მძინარეს.....
წითელი გველის მომლოდინე დედინაცვლის საცეცებს შავებს....
და  ლამპარს, გულის გასაგმირად როგორ  უქრობდა.....
......გათენდი ღამევ........ ოოოო...მალე.....მალე.....გათენდი ღამევ!...... 

..... და ჰორიზონტიც სულ-სულ ოდნავ ავარდისფერდა.........

.....შავად ნაწერი სტრიქონები წეროებივით გაიწელნენ და სადღაც იქ....ვარდიფერი ჰორიზონტის იქით გადაიკარგნენ........
წერას მორჩა. სახადივით მოიხადა და ახლა ვარდისფერი ბურთულების ბზრიალ-ტრიალით ტკბებოდა...... გულზე მოეშვა.

                                                                                                                                                                    2010 წელი. 5 იანვარი.
                                                              (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები