ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: იუმორისტული
6 იანვარი, 2010


კონკიას საშობაო ზღაპარი

(ტრაგი-კომედია II მოქმედებად)
მოქმედება I

    სარკის წინ ზის და საკუთარ ანარეკლს აკვირდება... არადა არც ისე ურიგოა რაა... მშვენიერი სიმაღლე აქვს, თხელი კიდურები, მბზინვარე შავი თმა, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს აკვესებს!!! “ულიბკა” ფანტასტიური - კბილები დაკრიჭა და სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუცინა... მე რაღა მჭიირს?- საკუთარ თავზე გაბრაზდა! მართლა ბედაური ხომ არ ვარ, ასე კბილებით მამოწმონ! მდააა... სასწრაფოდ შეიშრო ნაბანავები თავი და სამსახურისკენ გაეშურა...
    მაია წელს X-ის გახდა... მაო, როგორც მას ხშირად მეგობრები მოიხსენიებდნენ, ყველას გაჭირების ტალკვესი იყო... ოჯახში, ნამდვილი კონკია, ყველა რთული და საპასუხისმგებლო საქმის შემსრულებელი. სტატისტიკაში მუშაობდა და რა რჯულის ხალხში არ ირეოდა!!! ყველა ასაკის და პროფესიის მეგობარი ყავდა, მაგრამ ვერა და ვერ შეხვდა თავისი ცხოვრების მეორე ლებანს... არადა მისი ქალიშვილობა უკვე არათუ საამაყო, არამედ საყოველთაო გართობის საგნად ქცეულიყო. ეს “პატარა” მაინც სულ ნერვებს უშლიდა, ყოველ დილით კარებთან ხვდებოდ და...-”ვაა, მაიი!!! შენ კიდე ქალიშვილი ხარ?! უფ, რამდენი დაგიკარგაავს!!!"-ო.  ეჰ, არადა რა აინტერესებდაა?! რა იმალებოდა ამ “რამდენის” უკაან!!!
    ყველაზე ერთგულები, უკვე იმასაც ახსენებდნენ, რომ მისი რეპროდუქციული ასაკი იწურებოდა და ქალის უპირველესი მოვალეობა ამ ქვეყნად შვილის მოვლინება და შთამომავლობის დატოვება იყოო! არადა როგორ უყვარს ბავშვებიი!!! ვაახ კაცოო?! როგორ გარისკოს?
    ერთ-ერთი შესვენების და მორიგი “კოფეპიწიეს” დროს დაქალებმა მორიდებით შეაპარეს, რომ სტატისტიკურად კაცების რაოდენობა საქართველოში გაცილებით ნაკლებია ქალებისაზე და არაფერი სასირცვხო არაა, თუ იგი, ანუ ”ქალიშვილი” მაია, ერთ ხეირიან, თუნდაც ცოლ-შვილიან  კაცს  “ჩააბარებდა” თავის “საუნჯეს” და შვილს გაიჩენდა გულის საამებლად. ერთმა ხუმრობით ისეც კი უთხრა: რო ამოგიჩემებია აბა საად საადოო?! ბირჟების მეტი თბილისში რაა?! დადგები გამომწვევად, გაგიჩერებენ მანქანას და საქმეც გაიჩარხებაო...
    თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამე. მეოცნებე  მზერა დაბზარული ჭერისთვის მიეპყრო და ოცნებებში უკვე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ხედავდა, ხელში პატარა ფრთიანი ანგელოზით...-”ეს წერომ შენ გამოგიგზავნაო!” არა! მორჩა! გადაწყვიტა! ხვალ საშობაო მარხვა რჩება და...
    შობის დილა გათენდა, სუსხიანი, მაგრამ მზიანი. საახალწლო სათამაშოსავით გამოეწყო, კიდევ ერთხელ შეავლო თავის, რამდენადაც შეეძლო, სექსუალურ გამოხედვას სარკეში თვალი და... საღამოს ხუთზე მუშტაიდის წინ იდგა...
    თავს ინუგეშებდა-ვახ, ეგრევე ხომ არ დამეტაკება? შევხედავ, დაველაპარაკები... გზაში ავწონ-დავწონი და... პირველი ორი მანქანა გაუშვა. მძღოლებს ჰაბიტუსზე აშკარად ეტყობოდათ დაუნები იყვნენ! არა, ეგეთებთან ურთიერთობას ნამდვილად ვერ შეძლებდა!
    ბოლოს გამოჩნდა “ისიც”! თითქოს ცა გაეხსნა! მანქანიდან უსიმპატიურესი მამაკაცი უყურებდა:
  -ხომ არ გაგიყვანოთ გოგონი?
    ჯერ ეს გოგონი ეამა, მერე მომაჯადოებელი ღიმილი?! მმმმმ... მოკლედ ჩაჯდა!
    მთელი გზა ისაუბრეს. მირიანი საკმაოდ კარგი მოსაუბრე და იუმორის დიდი დოზით დაჯილდოებული ადამიანი აღმოჩნდა. მირიანი... მირიანი... მთელი გზა ტვინში ღეჭავდა სახელს. “მიროს” დავუძახებ მოფერებით. მერე მორიდებით თვალი გააპარა და მისი ჩაცმულობაა აათვალიერა. არა, აშკარად მოვლილი კაცია! - ეტყობა კარგი მეუღლე ყავს! ეჰ!... მაგრამ მე ხომ ოჯახს არ დავუნგრევ, მხოლოდ შვილი და მორჩა! ვაი! მამაჩემის ასულოო!!!” სადამდე მივედი?! მამაჩემი ალბათ საფლავში ტრიალებს! დედა?! დედა გამამართლებდა და მომეფერებოდა... ცრემლი მოადგა დედის გახსენებაზე...
    -ზაზას იცნოობ?- ფიქრიდან მიროს შეკითხვამ გამოარკვია. უფ! ოღონდაც ნაცნობი არა! საერთო ნაცნობები ნამდვილად არ აწყობს!
    -არაა! მორცხვად ჩაიღიმა და თავი დახარა...
    მირიანმა გეზი წყნეთისკენ აიღო.
    -ხომ არ გაგვესეირნა? მშვენიერი საღამოა, თან დღეს შობაა, ავღნიშნოთ!
    მაოს დუმილი თანხმობად აღიქვა და გზა განაგრძო, მანქანა საკმაოდ სოლიდური სახლის წინ შეჩერდა. გადმოვიდნენ. მირომ ოსტატურად შეუკეთა ბუხარს და სუფრის გაწყობას შეუდგა. მაია მორცხვად იჯდა სავარძელში და გმირულად ელოდა ბოლოს...
    რომანტიული საღმო გამოვიდა, შამპანიურით, სანთლების შუქზე!...
    მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა... საწოლის ერთ კუთხეში მირიანი იჯდა და მეორე კუთხეში ზურგშექცევით თავდახრილი მაო... მათ შორის ზეწარზე ბროწეულის მარცვლებივით გაბნეული ქალიშვილობის ბეჭედი ეყარა...
    -რატომ არ მითხარი?
    დუმილი... და ცოტა ხნის მერე ძლივს გასაგონად:
    -მირო, რაღაც მინდა გთხოვო?!
    -?
    - მე არაფრით გავალდებულებ, უბრალოდ შვილი მინდა! ძალიან გთხოვ, თუ ამ პირველი ჯერიდან არაფერი გამოგვივიდა, ერთი ორჯერ კიდევ ვერ დამეხმარები?!
    -?
    მირიანი წამოხტა, სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო, მერე მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, მალე მოვალო და გავარდა!
    ზანტად ჩაიცვა, საგონებელში ჩავარდა... არა რაა! ბედი ხომ უნდა ყველაფერს? რატომ გავუმხილე რატოომ?!!! ნუთუ მანიაკია?!!! ეს სად ჩამკეტა და გაიქცა?! ვაიმე დედა! არადა ყველა ფანჯარას გისოსები აქვს... უმწეო მზერა მოავლო ოთახებს... ვერც გაიქცევა!... გულის სიღრმეში მაინც ამაყი იყო! ვეღარ გაამწარებენ “ქალიშვილო-ქალიშვილოთი”!!! მან ეს შეძლო! არადა არც ისე ურიგო ყოფილა ყველაფერი!
      უუუუ...თავი გააქან-გამოაქანა... რა დროს ეგეთებია?! ჯობია იმაზე ვიფიქრო აქედან როგორ დავაღწიო თავი! არადა რა სასიამოვნო ადამიანი ჩანდა!...

II მოქმედება

    გარაჟის ხმა მოესმა. მოლოდინში მთელი ტანი დაეძაბა! სანამ კარი გაიღო მოეჩვენა საუკუნე გავიდა! პარმაღზე მირო იდგა, ორ საკმაოდ სიმპათიურ ქალთან ერთად!
  -დავიღუპე! მომეჭრა თავი!- პირველი ფიქრი, რამაც თავში გაუელვა!
  მირიანმა ზურგსუკან დამალული ხელი გამოაჩინა და მაიას თავის სიგრძე ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული გაუწოდა!
  -მაი, გაიცანი, ეს ჩემი დაა! ეს კი დედა!... ეს კი ჩემი მეუღლეა!!! -ხელი მოხვია მირომ აკანკალებულ მაოს და ქალებს წინ დაუყენა!
  თვალებგაბრწყინებულები უყურებდნენ დაბნეულ მაიას მულ-დედამთილი...
  არა რაა!!! არსებობს ამ ქვეყნად ლამაზი ისტორიებიც! ზღაპრის ბოლოთი!
  და ამის მერე ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად!!! ყოველ მომდევნო შობას თითო ბავშვს ჩუქნიდათ წერო და ხარობდა ჭერი!!!
    ჭირი იქაა, ლხინი აქაა... ქატო იქაა, ფქვილი აქაა...

P.$. ისე, ურაკის ქალიშვილობა დიდად ამ ზღაპრის იმედად ნუ იქნებით!!! ;) :))
დროზე დათხოვდიით!!! იმრავლეთ და იბედნიერეეთ!!! :))) კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!! ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვიის!!! :)) ჩემო სიხარულებო და სიყვარულებოოო!!! :-* :-* :-*


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები