ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


* * * (კლდეებს ვუყვები შენზე ოცნებას)

კლდეებს ვუყვები შენზე ოცნებას,
მთაში თოვლს დადებს ალბათ ამაღამ,
დუელს ვმართავდი თურმე გრძნობებთან,
არ გამოვიდა მათგან დამალვა... 

მაღლა აწვდენილ თეთრი წვეროდან,
ფარდად ეშვება მთის ნისლი ახლა...
ისევ გავყვები ვიწრო ბილიკებს
და დარდის წამალს ლექსებში ვნახავ.

გამოიდარებს ალბათ ამ სულშიც
მთას თოვლის ბარდნა შეწყდება როცა...
ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი
და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.

ლიკა ოხანაშვილი
7.01.2010


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები