ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2010


შენ მონასტერში(მეუღლეს)

თენდება.ცისკრის ლოცვას აღავლენს ბერი.
გდახარ თავდახრილი და ჩემზე ფიქრობ,ჰო,კიდევ შენზეც.
არ უსმენ ლოცვას,რომელსაც ცრემლით აღავლენს ბერი.
და იმას ფიქრობ,ცოტა მაინც პოეტი იყო რომ დამწერო,
ცოტა მაინც მხატვარი იყო რომ დამხატო.(ათასჯერ გითქვამს)
მე ის ვიცი რომ შენ სრულიად არ გსურს ბერობა,
რადგანაც ჩემზე ფიქრი გივარს ყველაზე მეტად.
შენ ერთი გრძელი ხიდი გიყვარს კიდევ ძალიან,
რომელსაც ჩემთან მოყავხარ დღემდე.

ახლა კელიის გამხმარ საწოლზე წევხარ და წვიმის წვეთებს ითვლი,
ჭერიდან წვეთავს-ორი, სამი, შვიდ დღეში მნახავ
და როცა წელზე შემომხვევ ხელებს თვალებს დახუჭავ,მეც დავხუჭავ.

ახლა როდესაც შენ მონასტერის ეზოს ვარდებს რწყავ,
ერთ თეთრ ვარზე გაჩერდა მზერა და მე მაჩუქე(როგორც ყოველთვის)
ერთადერთი და თეთრი ვარდი.ვერ დამინახე რომ გაგიღიმე?

ახლა ტრაპეზობ,წითელი ღვინო ჩემი კოცნის გემოს გახსენებს.
-გიყურებს ბერი.შენ კი თვალებს ხრი,მერე ხუჭავ ვერ უძლებ მზერას,
იცის მამაომ შენ ვერასდროს გახდები ბერი,
რადგანაც ჩემზე ფიქრი გიყვარს ყველაზე მეტად!

მე შენ ბალიშზე დავიძინებ დღესაც და ხვალაც
და სანამ შენი მხრების ნაცვლად ძილი წამართმევს დარჩენილ ძალას,
დავიწყებ დათვლას:ორი,სამი...შვიდ დღეში გნახავ
და როცა წელზე შემომხვევ ხელებს,თვალებს დავხუჭავ,შენც დახუჭავ.

ახლა შენ შეშის ღუმელთან ზიხარ და უსმენ ცეცხლის უცნაურ ხმაურს-მეჩურჩულები!

გათენდება და ცისკრის ლოცვას აღავლენს ბერი,
შენ თავდახრილი ჩემზე ფიქრობ და ყველაფერი იცის მამაომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები