ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: თარგმანი
11 ივნისი, 2008


უკანასკნელი მგზავრობა

ხუან რამონ ხიმენესი
---------------------------


...და მე წავალ. და დარჩებიან მგალობელი ჩიტები;
და დარჩება ჩემი ბაღჩა, მწვანე ხით,
და თეთრი ჭით.
ყოველ საღამოს ცა იქნება ლურჯი და მშვიდი.
სამრეკლოს ზარები იჟღერებენ ისე,
როგორაც ახლა.
გარდაიცვლებიან ისინი, ვისაც ვუყვარდი;
და სოფელი დღითიდღე განახლდება.
ხეხილის ბაღის ყვავილიან კუთხეში,
მოიწყენს ჩემი სული, ნოსტალგიური...
და მე წავალ. და ვიქნები მარტო,
გარეშე ნუგეშის,
მწვანე ხის,
თეთრი ჭის,
ლურჯი ცის, მშვიდი ცის...
და დარჩებიან მგალობელი ჩიტები.

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები