ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


მიწყივ ტკბილმწარე წამებისთვის განწირულისა

ნამეტი  სონეტი
თავისუფალი  სონეტების  წიგნიდან


სიყვარულისგან  არც  მე  ამცდა  თუმცა  წამება,
მის  სამეფოში  ბედისწერამ  მეც  ხომ  მამეფა?!.
და  იმ  დროიდან  გულს  ნაჭრევნი  თუ  მოჰყვნენ  დღემდის,
მთლად  ნებიერი  ვერც  სხვა  ვინმე  მიხილავს  ბედის...

იქ  ბრძენსაც  მრავალს  შევხვედრივარ  ხელად,  უგნურად
და    ქცეულს  მონად  ყურმოჭრილად,  სიშმაგის  მეტის...
სხვათა  ბრძნობასაც  სხვათა  ომში  მრავლად  ვუყურე,
ვნახე  ყბედობაც  სიტყვაძვირთა,  მუნჯადქმნაც  ყბედის...

ბარეორივით  რომც  გადავჰყვე  მეც  ამ  უკურნელ
სენს  -  მადლობელი  წავალ  მაინც  ალალი  ხვედრის,
უეჭველად  რომ  მათქმევინებს  დღეს  თუ  ხვალ,  ვიცი
( - ისევ  და  ისევ  სიყვარულზე!.. ),  სიმღერას  გედის...
რამეთუ,  ჯერ  ვერც  სიტკბო  დავთმე  ცოდვილი  მიწის,
ვერც  ჟინს  ვიოკებ  ცისკენ  ლტოლვის  და  მასთან  შერთვის...

თუმც  ორივეგან  არაერთგზის  გზები  ამებნა...
და  ორთავ  გზაზე  კვლავ  ტკბილმწარეს  ველი  წამებას...


 
-  ქრისტეშობას  გილოცავთ!
  ბედნიერს,  სიკეთითა  და  სიყვარულით  სავსეს  დაესწარით  მრავალს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს