ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


1+1=?????????

ის ხატავს....
ხატავს უსასრულოდ
პორტრეტს კაცისას,
ვისაც მიანდობს თავის პირმშოს
წრიდან გასვლისას...
კაცი კი მუდამ მოწიწებით
კითხულობს პორტრეტს -
მსგავსებას კი და...
თავის თავს ვერ ცნობს..
და ჩუმად გოდებს...
პირმშო თამაშობს უდარდელად,
მშვიდი ღიმილით -
უყვარს დედ-მამა
და არ ესმის
ცოლ-ქმრის ტკივილი.


***

ის ახლა მარტის ყვავილებზე, იცი,  ოცნებობს
აქ, აივანზე, შემოდგომას აბერებს წვიმა...
შენ იცი - უყვარს ეჭვიანი მკაცრი ოტელო...
მან იცის შენი ხასიათი - არავინ მივა!
მას უყვარს მზეში არეული ფერების თქეში,
შენ - შავი ღამე გიჯობს მზიანეთს;
გიჭირავთ ახლა ერთმანეთის  სურათი ხელში
და განშორება არც ერთს აღარ გადარდიანებთ...
და თუ საერთო დაგრჩათ რამე სიყვარულისგან
ბავშვი და აზრი:  -
როგორ ვიარეთ ერთად ნეტა......
                        როცა ვიარეთ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები