ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


თოლიგე

გამოვეთხოვე ჩემს სამყაროს,
ახლა შენში ვარ.
ოცნება იწვის,
ძირს ვარდება ტრიალ-ტრიალით.
და ჩვენში ვეძებ იმ მდინარეს,
რომელიც ერთხელ
ჩვენი ფესვიდან გადმოდინდა ღრიალ-ღრიალით!

მორწყო გრძნობები,
და სინდისის ქარაფებიდან,
ნაპრალად ქცეულ სიჭაბუკის ქვეშ დაენარცხა!
და აბობოქრდა ეს სამყარო,
ჩვენი სამყარო.
მღვრიე ტალღებში სიწმინდესაც რომ გაემარჯვა.

აბობოქრებულ სამყაროში ვიყავით ორნი!
აბობოქრებულ სამყაროზე ვწუხდით ორივე!.
აბობოქრებულ სამყაროში ჩვენც ვბობოქრობდით
ჩემო თოლიგე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები