ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2010


მეორე წერილი იაგოს

ხელმეორედ  გწერ, იაგო და ალბათ არც გიკვირს,
ისევ იმავე თემაზე მსურს რაღაც გიამბო...
გახსოვს, ერთხელ რომ გეწუწუნე ხალხის ყოფაზე?!
რა ვქნა, თუ მე იმ პრობლებას ვგრძნობ ახლაც, იაგო...

იქნებ გგონია გამოსწორდა რამე ამქვეყნად?
სიკეთისკენ გზას ხალხმა დღემდეც კი ვერ მიაგნო...
თუმცა, რას ვამბობ, სხვის სიკეთეს კიდევ ვინ ჩივის,
საკუთარ სულზეც არ ფიქრობენ  უკვე, იაგო...

მე ერთი არ ვარ, ვინც ამაზე ასე საუბრობს,
იმაზეც ვფიქრობ, ჩვენ  დაგვღუპა უფრო, იმან რომ -
მიზეზის ძებნა სხვაში უფრო ადვილია და 
სიადვილეა, რომ გვიზიდავს ყველას, იაგო...

ჩაბეჭდილი გვაქვს გონებაში ერთი რაღაცა -
სამაგიერო ბოროტება ყველას მივაგოთ,
რადგან  სიკეთის დაბრუნება რთული ყოფილა,
მოდი, ჩვენც ნუღარ  ვითამაშებთ მეტად, იაგო...

ცხოვრების მოკლე და ასე რთულ ვიწრო ბილიკზე
ზოგჯერ ფიქრისთვის შევისვენოთ, მერე ვიაროთ...
ადამიანის გამოუცნობ ველურ ბუნებას
ჩვენ ვერასოდეს ვერ ამოვხსნით, ვერა, იაგო...

ლიკა ოხანაშვილი
17.03.2010


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები