ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2010


ჩემი მანიფესტი

ანუ  ოდა  ქართული  ლექსს

/ნაშუაღამევი  სონეტი-ექსპრომტი/
       

თუმც  გიწყევლია  ბევრჯერ  გაჩენაც,
ვერ  იშლი  შენსას,  გულო  მშფოთვარო!..

-  რომც  ჩამომსხიპონ  მკლავიც  მარჯვენა,
მერე  მარცხენაც  რომ  ჩამომთალონ!..  -
მაინც  ვერ  ვიტყვი  ვერც  მზედ,  ვერც  მთვარედ
მთვარეს  -  მომზეოს,  ვერც  მზეს  -  მომთვაროს!..

რაც  ნაღდია  და  რაც  ქართულია  -
მერე  რამდენი?  -  ვინ  ჩამოთვალოს?!.  –
მას  უერთგულებს,  ვისაც  გული  აქვს,
სხვამ  -  სხვებს  აბოლოს,  მონაბოდვაროდ!..

რადგან  სხვა  ყველა  განწირულია,
რომ  წარმავლობას  გაჰყვეს  -  მოდაროს!..
ათასწლეულებს  გადაუვლიათ...
-  შენ  დარჩი  ლექსო  -  ჯერარმომკვდარო!!!

                          19. 5. 2009.
                                1. 40...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები