ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2010


თოვა (მდინარე შორსაა)

ყურებისას:
როგორ ფარავს ყველაფერს თოვლი.
ფარავს,
საკუთარ თავს, ფარავს ყველაფერს,
შენივე თავის გარდა,
აცნობიერებ: ეს არის შუქი,
რომელიც მოდის დინებით,
ჰაერის შრიალს მოყვება და
ავიწროებს მას (იკავებს მის ადგილს.)
ეს არის წამების თვლა უსასრულო,
ჩავარდნილი დროის მდინარეში,
სიზმრის დასაფლავება.
ზამთრის აპოგეა.
საღამოს ნეგატივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები