ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2010


BUSATA

სიჩუმის პარანოია, ილუზიებში განსაკუთრებულია ყველაფერი.
ველოდებოდი დიდხანს, რომ გამეგონა ხმა
ამოვარდნილი,
ცუნამის ტალღას მიჩერებული, წვრილთვალება მკვდარი
ადამიანის ყელიდან.
სახეები, რომლებიც ყოველთვის იქნებიან თვალების წინს,
როგორც ოცნება რომელიც ჩაძირულია,
ნისლში გახვეული ქალაქის ბუნკერებში,
ქალაქი, რომელიც ადამიანთა ძვლებზეა აგებული,
თითოელი თავის ქალაზე მინაწერით:
ელოდებიან თავის დროს.
ისევ მივადექი მზის ამოსვლის ადგილს,
კუნძულს, სადაც თბილი ქრის ქარი,
წამოსული ფუძის მწვერვალიდან და მოყავს
ჩამოცვენილ ფოთოლთა ჯარი,
როგორც საბავშო ბაღიდან, ომში წაყვანილ
მკვდარი ბავშვების დასახიჩრებული სხეულები,
მოაქვს მოგებული ომის ისტორია,
სადიადანაც უვნებლებიი ბრუნდებიან
ახალგაზრდა ჯარისკაცების სისხლით შეღებილი ბებრები.
გარშემო სულ ისინი არიან,
ორ ფეხზე მოსიარულე ცხვრების ბრიგადა,
ბრმა მწყემსით.
ფუძის ტყეებში,
ქალი ჰარაკირს
ისახავს მუცელზე 
უნაყოფო ადგილს ნიშნად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები