ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2010


ლექსი, მონატრება რომ უნდა ერქვას

გამზირი - ქუჩების კოლორიტი,
კაფე, აფიშები, თეატრები.
მივდივარ (რიცხვია მხოლობითი)
ვაფერხებ ნაბიჯებს. მენატრები.

აქვე უფერული ფანტანია,
წყალი თავქვე მიდის ხელაღებით,
ტვინში სტრიქონები იფანტება,
სკვერები, სახლები, ვერანდები.

ყავა კაპუჩინო. ვიოლინოს
რიტმი. ხემის სიმთან ლაპარაკი.
ალბათ, მარტოობაც იოლია,
როცა ფიქრი არ გაქვს აღარაფრის.

თმაფურცელგაჩეჩილს მალინისფრად,
ქარი გადავარცხნის ოლეანდრებს,
საღამო ლოდინით დაინისლა,
რიცხვი - მხოლობითი. (მომენატრე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები