ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2010


ოთახი გალია

                                                           

მოვიდა ეს ღამე,
ძალიან მიჭირს და
ოთახი-გალია,
სამყარო -მინების იქით და
მარტო ვარ, სულ მარტო,
ამ ღამემ იცის და
არ მინდა, რომ გითხრა -ჩამოდი!
სულს კბილით ვიჭერ და
არც გინდა სიტყვები,
ისედაც იცი და
გული, რომ მხოლოდ შენ
მხოლოდ შენ გიცდიდა.
ქალი ვარ, სულელი
ჭკუამოკლე იცი და
რომც გითხრა, მიყვარხარ,
ჩამითვლი ხუმრობად ,
დამაყრი სიცილს და
არა ხარ ლაჩარი,
აჯობე სიკვდილსაც,
ასეთი მართალი,
მიყვარხარ  ვიცი და
წყალი არ გაუვა,
არ უნდა ფიცი და
ასეთი მართალი,
მიყვარხარ!...- ვიცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები