ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


ქალი ხარ...

ქალი ხარ...
ჰოდა, ყველაფერი ნათქვამი არის!..
და რაც არ უნდა შეიბურო თმები მანდილით,
ვერ შეაჩერებს შენში მბორგავ ლტოლვის მდინარეს
ვერარა ძალა ასე უცებ, ასე ადვილად...

ქალი ხარ...
ჰოდა, რაც არ უნდა, ერთგული გერქვას...
და რაც არ უნდა ტრადიცია გმობდეს, კრძალავდეს,
ან დავბერდები, ან მოვკვდები, ან სულაც აქვე,
ცხადად, ცოცხალსვე მაგრძნობინებ, რასაც მალავდი...

ქალი ხარ...
ჰოდა, ვინ ელოდეს სხვანაირ ფინალს!..
წასულხარ, მიხვალ, წახვალ კვლავაც გზებით ჩვეულით,
სად სურვილების დაიგულებ მომავალ ბინას,
ახალ სითბოში, სადაც გიხმობს შენი რჩეული...

ქალი ხარ...
ჰოდა, გასაკვირად როდი დამრჩება,
რომ მიმატოვო, რომ გამცვალო სხვაზე მარტივად,
მდედრული გეში გიკარნახებს თავად არჩევანს
და სიმარტოვე  დაედება ღალატს მოტივად...


ქალი ხარ...
ჰოდა, გამტყუვნებას მე არც ვეცდები,
მოსცლიათ ერთი... რა ღალატი, რისი ღალატი...
ბუნებრივია, სიყვარული როცა გაცვდება,
ახალს მოიხდენს გული შენი - ვნების ბარათი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები