ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


უხიაგი მოლოდინისა

ხანდახან  ოხვრით  ამოვიხვნეშებ,
ერთხელ  გულსაც  რომ  ამოვაყოლებ :
-  მოდი!
დამარტყი...
მძიმედ,
უხეშად!..
მოდი...
დროულად...
რაღად  აყოვნებ?!.

-  გადამამსხვრიე  ბეხრეკ  მუხლებში
( მეხი  ხომ  ხეთაც  ამსხვრევს,  ახოვნებს...)!..

თუგინდ  ლახვარი  ( ზურგშიც!..)  რომ  ჩამცე,
ხომ  სჯობს  ამ  გვემას  -  გაუთავებელს?!.
გულის  ხამ  პერანგს  ( სისხლში  გარეცხილს...)
რახან  ხის  ჩექმით  მიუთავებენ,

შენც  ნუ  ჯანჯლობ  და
ნუღარ  ახანებ...
გიხმობ, 
მოხვიდე  თუნდაც  სატანად!..
ბოლომც  ყოფილა  ეს  დაღამება
და  რიჟრაჟამდე  ნუმც  გავატანო!..

მოდი  პირდაპირ,
ფიცხლად,
ჯიქურად!
არ  გეკადრება  გულქვას  ლაჩრობა...
აგერ,  ცას  მთვარის  შვენის  ჭიქური
და  ვარსკვლავებით  წვრილად  დაჭორფვლა...

თანაც  -  შენთვის  ხომ  არის  სულერთი?..
ან  დაყოვნებით  რა  შეიცვლება?!.
-  გარდაწყვეტილის  აღსასრულებლად
ასეთი  ღამე  არის  მისწრება...

1986.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები