ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


შენთვის მოკვდება



გულს ნუ მომიკლავ,
ეს გული
ზარია,ჩემში მფეთქავი-
ხან სიყვარულით მაღალი,
ხან სიმარტოვით შემკრთალი.

დრო მოვა,
თვითონ მოკვდება,
შენთვის მოკვდება,ღმერთმანი.


***
მიწა-წყაროთი მცინარი,
მფეთქავი დედის გულივით.

ყველა მზის მოლოდინშია-
ბედნიერი თუ ურვილი.

სულ მაღლა-მაღლა იარე
(იქ სხვა ზარები წკრიალებს),
იხარებ,ცისკენ თუ ივლი.

ნისლს აქეთ ჩემი ხმა არი,
ნისლს იქით-შენი დუმილი.


მასპინძლის ბედნიერება
-----------------------------
ინათა.სიკვდილს ვესტუმრე,
მიმრავლა სასწაულები:
ფერი და მელოდიები
სიცოცხლის სამკაულების.
ყოველ კუთხეში ყვავილი
(ვერ შეეხება ხელიო):
ზოგი-მორცხვი და ცისფერი,
ზოგიც-თამამი,ჭრელიო.
ცის ნაპირების ბიბინი
ღუღუნი მზის და ყანისა,
ღვთიური ფიქრი სიმების,
მოელვარის თუ მკრთალისა.
ხე-სივრცის მამშვენებელი,
ბერივით მშვიდად მდგარიო,
ლამაზად გაცინებული
კელაპტარი და წყალიო.

სიკვდილს ვესტუმრე,იხარა,
ვიხილე ოქრო ზღვებისა,
თავდავიწყება ფრენაში
ცეცხლმოდებული ფრთებისა,
სიტყვა-ქცეული ხატებად,
მარადიული ნათება
მარადიული ხმებისა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს