ნაწარმოებები



ავტორი: ბაბული
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2008


** ** **

როგორც ყინული შატილის ჭალას,
ისე უხდება თოვლი ქარაფებს,
ასეთი დილა არსად თენდება,
მზის სხივიც ასე არსად ანათებს.
ამ სილამაზეს შესტრფოდა ბევრი,
ბევრმა სიცოცხლე აჩუქა ბოლოს,
დღეს ხვავრიელად მოთოვა მთებში,
ასეთი თოვლიც აქ იცის მხოლოდ.


    ** ** **
მაღლა მთებზე წამით გაწყდა გულისძგერა,
მაღლა მთებზე შავი ნისლი გაირინდა,
ვეღარასდროს დავიბრუნებ განვლილ დღეებს,
თორემ ჯავრიც ნისლებივით გაივლიდა.

წმინდა წყაროს მოჩუხჩუხეს, მთის ფერდობზე,
შევადარე მხოლოდ შენი გულისძგერა,
ვერასოდეს, ვერასოდეს დაგივიწყე,
თორემ უკვე აღარ მახსოვს მე სხვა წყენა.

მთებზე ნისლი იდუმალად გაირინდა,
მწუხრის ჟამი შეპარვია ამ მთა-ველებს,
ეხ, ცხოვრება ჩემი გულისტკივილია,
თორემ წლები ნამდვილად ვერ დამაბერებს.
      ** ** **

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები