ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2010


შენი უკანასკნელი ამოსუნთქვის ექო.. (ქრონიკული პოეტები იყვნენ ძირს აქ და ყველგან)

ქალაქი ისევ განაგრძობდა წვას,
შენობებს ცეცხლი მოკიდებოდა სახურავებზე.
ოთახები კვამლით ივსებოდნენ.
მე ვეკითხებოდი ღმერთს მოკრძალებით,
ქონდა თუ არა მას თვალები გახელილი?
(მხოლოდ მაინტერესებდა)
შემდეგ ვთხოვდი:
დახუჭე ჩემი თვალები და
მოაშორე კვამლი ამ კადრს.
არ მინდოდა  მცოდნოდა,
არ მინდოდა გცოდნოდათ, რომ ამ ყველაფერს
არ ვწერდი
ომზე, ხალხზე, პოლიტიკაზე,
ტყიდან გამოქცეულ დაჭრილ ჯარისკაცზე,
პირველივე გადასასვლელ ხიდზე, რომ
გაიტანეს ქრისტიანმა უსახელო ბავშვებმა.
ეს უბრალოდ სიტყვები იყოს თქვენთვის,
დაილაგეთ ხელებზე,  დაადეთ სურათს
სადაც ცარიელი სკამია გადაღებული
რომელზეც ყველას შეუძლია დაჯდომა.
შეიძლება დაფიქრდეთ და მბოდავი მიწოდოთ,
მე კი წყნარად ჩაგჩურჩულებთ ყურში, რომ  მე
ბავშობიდანვე მინდოდა არ მქონოდა ტუჩები.
ეს სიტყვები ვიცი არ დამაგდებს ლურჯი
სხეულების ფეხებ ქვეშ.
მე ხომ დიდი ხნის წინ
დავამტვრიე ჩემი მაჯის საათი იმ
წამსვე, როცა ვიგრძენი თავისუფალად თავი
და დავიხატე იგივე საათი იგივე დროით,
მას შემდეგ ჩემი საათი სულ სწორ დროს უჩვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები