ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2008


კოლეიდოსკოპი



არადა მახსოვს თეთრ ფურცელზე რაღაც ეწერა. მერე გაქრა თუ მე გავაქრე... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.უბრალოდ რაღაც დაიწო და დასრულდა, სიტყვიდან წერტილამდე ... ბავშვობაში ერთი ცუდი ჩვევა მქონდა რაღაცას ვხატავდი, მერე ვინახავდი დიდ, პეპლებიან ყუთში და თუ აღმოვაჩენდი, რომ ფურცლები გადაადგილებული იყო ვხვდებოდი  ვირაცას უნახავს, ამიტომ უაზროდ ვხევდი და ასე ვკარგავდი გაფერადებულ სითეთრეს. მერე კარადის თავზე ვძვრებოდი და ფანჯრის დიდ მინას ხელებით ვეყრდნობოდი, ვიყურებოდი ...
სინამდვილეში პეპლებიანი ყუთის ნაცვლად უცნაური, ორსართულიანი თუ განყოფილებიანი კოლოფი იყო, რომელიც შიგნიდან წითელი, ხოლო გარედან შავ ფონზე  მკრთალი, მოოქროსფრო ეგვიპტელების ნახატებით იყო გაფორმებული. იქ მწვანე კოლეიდოსკოპი ინახებოდა. იმ მწვანე სივრცეში კი ნიკები და ტატები ცხოვრობდნენ. ფერები იცვლებოდა და ძველ, გადაყრილ ნახატებს ემსგავსებოდა, იცვლებოდა და ისევ ფიგურა იქმნებოდა.
__ ნიკები ამას რა ქვია?
__ რას ?
__ აი, ამას __ და მწვანე კოლეიდოსკოპს ხელში ათამაშებდა. __ ფონეიდოსკოპიო თუ რაა?
__ რა ფონეიდოსკოპი , მთელი ცხოვრება ხელში ათამაშებ, რით ვერ დაიმახსოვრე? კოლეიდოსკოპია ტატები.
  ისევ აჩხარუნდა ფერადი შუშები და ვირაცას პატარა ყვავილები გადმოაყარეს აივნიდან. წვიმას ჰგავდა, მერე  ნაცრისფერ ფილაქანს ეფინბოდა და ირგვლივ ყველაფერს აფერადებდა.
__ ტატები წამოდი დროზე! __ ქალი ხელს სჭიდებდა და მიყავდა.
__ ხო...__  თან ზემოთ იყურებოდა, საიდანაც აწვიმდა.
__ ტატები მე ვარ __ და აივნიდან მხოლოდ თვალები მოჩანდა. მერე იმალებოდა. __ კიდევ დაგაყრი გინდა?__ პატარა ხელები დეკორატიულ ყვავილებს წყვეტდა, ხელის გულში ჭმუჭნიდა და მერე სწრაფად ძირს უშვებდა.
__ ვის უყურებ ზემოთ?__ ქალი ბავშვას გაოცებული  შესცქეროდა.
__ ყვავილებს __ და თითებს ზემოთ წევდა.
__ დაგაყრი , მოიცა იქით ფანჯარაში გავად და აი, ნახავ დაგაყრი. აქ ვეღარ გწვდები.

ნიკები კი  ამასობაში კოლეიდოსკოპს შლიდა, გავიგებ ერთი რა არის შიგნითო.
__ მაცადე , ჯერ ვერ ხედავ ყვავილებს მცუქნიან ვახ>
__ რა ყვავილები შიგნით სარკეებია და ფერადი დაფშხვნილი ბოთლის შუშები.
__ არაა სულ ნუ იტყუები ნიკები.
__ კი არ ვიტყუები სულელი ხარ და დიდები გატყუებენ ყვავილებიაო. გეუბნები ლიმონათის ბოთლები ყრია.
__ დებილოო, ბოთლი დიდია, ეს პატარა.
__ ტატები კი არა კვატები ხარ რა. მოიცა უნდა დავშალო . აი, ნახავ სარკეებს და ბოთლებს გადმოვყრი.
__ მერე მე დაგშლი თუ მაგას დაშლი და , და... __ ფარდის უკან მიიმალა  გაბუტული.


გუშინ კოლოფი ვიპოვე. აი, ის ეგვიპტელები რომ ახატია. გავხსენი და მწვანე კოლეიდოსკოპი ვიპოვე.
__ტატები როდემდე უნდა ითამაშო, აღარ გაიზარდე?
__ ამას რა ქვია? სულ მავიწყდება ფონეიდოსკოპიო თუ დექსოპოსკო...რაღაცა
__ კოლეიდოსკოპია.
__ ნახე ეგვიპტელები დაიხატა, აუ ისევ გაქრაა
__ შეეშვი რა, მაინც დაგიშლი. გახსოვს მაშინაც ეგვიპტელები და კიდე მოცია რას ამბობდი? A, ხო გვირგვინი იხატებაო.
__ გეყო რა, ისედაც გააფუჭე... __ ისევ ააჩხარუნა და ფერადი, უსასრულო ნახატები გამოჩნდა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები