ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პიერო
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


მე კომანდორის წითელ სამხრეებს...

                                     

მოდის ჩემამდე შენი ქვითინი
და გუმბათებზე ქარის თარეში,
ვიცი გახსოვარ ძველი ფიცივით
ღამის რაინდი,- მე გილგამეში...

ბოლოა ბრძოლა ღრუბლებთან ქარის,
ტალღები,- კლდეებს და ქიმზე მეხი,
მე შენი თმების მიპყრია ფარი
და სიკვდილამდე ბრძოლაში ვრჩები.

ოხ, ცაზე არის გრიალი წამთა
და მკერდს უშვერენ აფრები ქარებს,
ყველა ოცნებას ვუტოვებ ახლა,
მე კომანდორის წითელ სამხრეებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები