ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


ზამთრისპირული

მაეჭვიანებ მორცხვი ღიმილით
და შემოდგომას მიდარებ ზამთარს
შემომეხიზნა ეჭვის ტკივილი -
მე რომ ველოდი, ის ხარ თუ გავხარ?

თაფლა თვალებში ვეძებ ნაპერწკლებს,
რომ კვლავ ავანთო ცეცხლი, რაც ჩაქრა.
ვეჩურჩულები ხელებს საფერებს -
მე რომ ვეძებდი , ის ხარ თუ სხვა ხარ?

მიდის ზამთარი ზანტი ზმორებით
და სულ არა გავს შარშანდელ ზამთარს,
ვართ ტკივილებით თითქმის ტოლები
და ვეძებ , რაიც სიხარულს ახლავს...

ის თუ არა ხარ, ვისაც ველოდი,
თუ კვლავ ვცდები და უბრალოდ გავხარ,
დავიღუპები, ვერ გადავრჩები
ვერ გადავიტან ამ მგლისფერ ზამთარს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები