ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: საბავშვო
29 იანვარი, 2010


პრინცესა სიდონია

თვალხატულა გოგონაა,
მოფერებით სიდო ქვია,
სიფრიფანა, ნაზი, სათნო,
მოკისკისე ნიავია.
დედას სული, მამას გული,
ბებოს ვარდის ფურცელია.
კიჭები აქვს მარგალიტის,
თმები – ოქროს კულულია.
მეგობრები ჩვენს კუდრაჭას
სიხარულით მოელიან.
პაწაწინა მეოცნებე
ბევრი ამბის მომგონია,
მარად ზღაპრის გმირი არის:
ხან ფერია, ხან კონკია,
ეხლაც ასე დაფაცურობს:
“-მალე ჩემი ქორწილია!”
მაყრად მიყავს მთელი ბაღი:
აჩი, ბაჩი, დაჩი, ნია...
პრინცი თეთრი რაშით მოჰქრის,
პრინცესაა სიდონია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები