ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2010


პოეტური ფუნჯით გხატავ...

პოეტური ფუნჯით გხატავ,
გიხსნი ზეცის კარებს
და როდესაც ზეციური
შუქი იფერმკრთალებს,
მე ჩავხედავ შენს საოცარ,
შენს უძირო თვალებს,
მერე ვეტყვი საქართველოს
და მსოფლიოს ქალებს:_
რომ ამ თვალებს ვერ შევადრი
ვერანაირ თვალებს.

პოეტური ფუნჯით გხატავ,
გიხსნი ზეცის კარებს...
                      დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები