ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2010


მარგარიტას ალბომი (რომანის გაგრძელება)

7. ტელეფონოგრამა. თბილისი-პარიზი.

ადრესატი: თავადი ალექსანდრე ა..... შვილი, მცხოვრები, საფრანგეთი, ქ. პარიზი, მონპარნასის ბულვარი #10.
გამომგზავნი; თავადი ალექსანდრე ა....შვილი. მცხოვრები, რუსეთი, ქ.თბილისი, გოლოვინსკის ქუჩა #9.
ტექსტი: /რუსულადაა/ და ასე ჟღერს:

ლექსო შვილო, ბაბუა ლოგინად ჩავარდა,  ჩამოდი, რომ სასწრაფოდ მიხედო მემკვიდერეობას, თორემ ბანკის ვალში ყველაფერს დავკარგავთ.
ღვთის გულისათვის, ლექსო, არ დააყოვნო გამომგზავრება, თორემ ბაბუას შეიძლება  ცოცხალს ვეღარ მოუსწრო. გკოცნი, დედა.

გაგზავნის თარიღი: 1909 წ. 21 მაისი. 16 სთ. 38 წთ. თბილისი. ცენტრალური ფოსტამტი.
მიღების თარიღი:  1909 წ. 21 მაისი.17 სთ. 04 წთ. პარიზი. საფოსტო განყოფილება #2.
ადრესატს ჩაბარდა: 1909 წ. 22 მაისი. 09სთ.30 წთ. რაც დადასტურებულია ხელმოწერით.

8. ამონაწერი მარსელიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო გემების განრიგიდან: 1909 წელი.
სამგზავრო გემი მარსელი-სტამბული- ფოთი.
მარსელიდან გასვლის თარიღი: 1909წ. 23 მაისი. საღამოს 20 სთ.
სტამბულში იქნება  2 კვირის შემდეგ, ხოლო ფოთში, სტამბულიდან გასვლის 3 დღის შემდეგ.
შემდეგი მსგავსი რეისი გათვალისწინებულია მხოლოდ 2 კვირის შემდეგ.

9. ამონაწერი პარიზის მატარებელთა მოძრაობის განრიგიდან:  1909 წელი.
მატარებელი პარიზი-მარსელი გადის დღეს,  22 მაისს, საღამოს 16 სთ.-ზე და მარსელში იქნება, ხვალ, 23 მაისს, დღის 14 სთ.-ზე.

P.S. არ ვიცი ეს ტელეფონოგრამა და ტრანსპორტის მოძრაობათა განრიგის ამონაწერები ანა ბებოს საიდანა აქვს?..... ან  რის გარკვევას ცდილობდა ამით?....
რატომ მიატოვა მამამისმა დედამისი?....
თუ პირიქით, იმის დამტკიცება სურდა, რომ ალექსანდრეს მარგარიტა არასოდეს მიუტოვებია და რომ ეს მხოლოდ მსახვრალი ბედის გამო მოხდა?...
არ ვიცი...არა.... ამ მოზაიკას ჯერ ბევრი ქვა აკლია, რომ სურათი გამოიკვეთოს...
მე კი ჯერკარგად ისიც არ ვიცი, სად მოვიძიო ეს ქვები?... ისევ მარგარიტას ალბომში გაკეთებული ჩანაწერები თუ მიშველის.... ნეტავი, რა მოხდა?.... ანა  ბებომ მხოლოდ იმ მცირე ნაწილის თარგმნა მოასწრო ქართულად, რაც ზევით მიწერია... დანარჩენი?..... ერთი სული მაქვს, როდის მეცოდინება ფრანგული ისე, რომ თავად ვთარგმნო....
                                                                1990 წელი 3 აპრილი. (პატარა მარგარიტას მინაწერი.)

                                                                        (გაგრძელება იქნება)
                                                                                                                                                2009წ. სექტემბერი.
                                                                                                 
                                                                                                                                                                                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები