ნაწარმოებები


გაზაფხულის შემობრძანებას და ურაკპარაკის დაბადების დღეს გილოცავთ ერთად! გაზაფხულის ძალა და ხალისი არ მოგაკლოთ     * * *     იგაზაფხულეთ

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


ღამე - მონაზონი

ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია,
დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად;
ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს,
ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.
ზოგჯერ უშენოს, უილაჯოს, ბრმადქმნილს, ჯიქურად
მაჩერებს ზღურბლთან გალობა და სუნი საკმევლის...
ამბობენ, ღმერთმა ყველა კარი როცა მიხურა,
უღრუბლო ცისკენ შეღებული დარჩა სარკმელი.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები